გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თალაკვაძე: პარლამენტის წევრს ან თანამშრომელს, ჩემი ინფორმაციით, არ აქვს დადასტურებული დიაგნოზი

10-03-2020

“ამ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის წევრს ან თანამშრომელს, ჩემი ინფორმაციით, არ აქვს დადასტურებული დიაგნოზი, შესაბამისად არავინ არის ინფიცირებული. ჩვენ მივიღეთ პროფილაქტიკური ზომები, მუშავდება ზედაპირები და ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურებს ჰქონდა. თუ მომავალში ვინმე იქნება რისკ-ჯგუფში ან ვინმეს დაუდასტურდება ინფექცია, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესებით ვიმოქმედებთ,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ: გუშინ გავრცელდა ინფორმაცია პარლამენტის წევრის ოთარ დანელიას შესაძლო დაინფიცირების შესახებ, დეპუტატმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში თავად დაწერა, რომ კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა 19 მარტამდე თვითიზოლაციაში რჩება.

ipress