გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ოჯახი რუსთავის ტყეში ცხოვრობს

7-02-2018

56 წლის ალექსანდრე პისარენკო უკვე ორი თვეა, მეუღლესთან ერთად რუსთავში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს შორის ტერიტორიაზე (ე.წ. "კუკუშკას" მიმდებარედ) ღია ცის ქვეშ  ცხოვრობს. ცოლ-ქმარს ცელოფნებისა და ტომრებისგან საცხოვრებელი აქვთ მოწყობილი. საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად შეშას იყენებენ. სასმელი წყალი ბოთლებით ახლოს მდებარე შენობიდან მოაქვთ. ღამეს სანთლის შუქზე ათევენ. ოჯახს სოციალური დახმარება არ აქვს. ისინი უსახსრობის გამო ბინის ქირაობას ვერ ახერხებენ, ამიტომ ცხოვრება ყველასგან მოშორებით, თავიანთ კარავში უწვთ.

"ინფორუსთავი"