გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოში ხანძრებს ებრძვიან - ბოლო 24 საათის განმავლობაში ყველაზე მეტი კერა დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა

10-03-2020

ოზურგეთი სოფელი ვაკიჯვარი, სოფელი გომი, წალენჯიხა- 8 ლოკაცია, კასპის რაიონი - რკონი, გოტსიბე ქობულეთი, აეროდრომის ტერიტორია - ეს იმ ხანძრის კერების ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში გაჩნდა.

განსაკუთრებით ბევრი კერა დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მაშტაბით ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული. ცეცხლის ჩასაქრობად სხვადასხვა ლოკაციებზე 1000-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

უკვე მეორე დღეა მეხანძრე-მაშველები ცეცხლს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ებრძვიან, რომელიც ქარსაფარ ზოლს გაუჩნდა. იყო ხანძრის საცხოვრებელ სახლებზე გადადების საშიშროებაც, თუმცა ამჟამად პრობლემა მოხსნილია - ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. პროცესში ჩართული იყო რამდენიმე ვერტმფრენი.

ხანძრის კერებს მეხანძრეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომშიც ებრძვიან - ცეცხლი აქ ტყის მასივს მოედო. ხანძრის გავრცელების არეალი დაახლოებით 2 ჰექტარია, სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, ჭირს ხილვადობა. ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში ჩართულია ავიაცია.

ხანძრის ქრობის სამუშაოები თითქმის 24 საათის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობს
წალენჯიხაში. მეხანძრეებს ცეცხლის კერებთან ბრძოლა 8 სხვადასხვა ლოკაციაზე მოუწიათ. ხანძარმა გაანადგურა ჩაის პლანტაციები, თხილნარი და ხე-მცენარეები.

ხანძარია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ე.წ ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზეც. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადის 30-მდე ჯგუფი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. ძლიერი ქარის გამო მეხანძრეებს ხანძრის ლოკალიზება უჭირთ, თუმცა ამ ეტაპისათვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ახალი კერები არ ფიქსირდება.

ხანძრის 2 კერაა კასპის მუნიციპალიტეტში. რკონსა და გოსტიბესთან რთულ რელიეფზე ცეცხლის გაჩენინს მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ადგილობრივები ყვებიან რომ კერების ლოკალიზება მოხერხდა, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 3 კმ-ით არის დაშორებული და სოფლის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

გახშირებულ ხანძრებს გამოეხმაურა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი. საგანგებო ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა მოსახლეობას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მოქალაქეებმა კატეგორიულად თავი უნდა შეიკავონ სასოფლო სამუშაოების დროს საკუთარ სავარგულების გადაწვისაგან.

ამ დროისათვის, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირებული ხანძრის კერების უმრავლესობა ლოკალიზებულია, რამდენიმე კერაზე კვლავ რჩებიან მეხანძრე მაშველები.

rustavi2