გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალი კვლევა- კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში სიმპტომები, საშუალოდ, მეხუთე დღეს ჩნდება

10-03-2020

კორონავირუსის სიმპტომები, საშუალოდ, დაინფიცირებიდან 5 დღის შემდეგ ვლინდება - BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ახალ კვლევაშია ნათქვამი.

COVID-19, რომლითაც მსოფლიო მასშტაბით 114000 ადამიანია დაავადებული, ცხელებით, ხველითა და სუნთქვის გაძნელებით გამოვლინდება.

ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევები გამოიკვლია, რათა დაავადების შესახებ უფრო მეტი შეეტყოთ.

ინფიცირებულთა უმეტესობას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაახლოებით, 5 დღის შემდეგ გამოავლინდათ. ის დაავადებულები კი, რომლებსაც მეთორმეტე დღეს კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებათ, დიდი ალბათობით, ვირუსისგან ბოლომდე სიმპტომების გარეშე გამოჯანმრთელდებიან.

მკვლევარები ურჩევენ ყველა სავარაუდო ინფიცირებულს, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა რაიმე სიმპტომი, დარჩნენ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში.

ექსპერტები ამბობენ, რომ დაავადებულების უმეტესობისთვის ვირუსი მსუბუქად ჩაივლის, თუმცა COVID-19, შესაძლოა, ძალიან საშიში და ზოგ შემთხვევაში - მკვლელი ვირუსიც კი აღმოჩნდეს რისკჯგუფში შემავალი პაციენტებისთვის.

 

rustavi2