გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"კახა კალაძეს ჯიბის გამწვანება უყვარს მწვანე ფერის ვალუტით და არა ქალაქის" - ლაშა ჩხარტიშვილი

10-03-2020

"ანას ბაღის" დასაცავად ადგილობრივები მერიასთან ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერისგან მშენებლობის ადგილმონაცვლეობას და "ანას ბაღის" კეთილმოწყობას ითხოვენ.

"ამ მშენებლობის შედეგად წამოვიდა გრუნტის წყლები, რომელმაც მიმდებარე კორპუსის სარდაფებში წყლის ჩასვლა და სხვისი ქონების დაზიანება გამოიწვია. ამასთან, არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები, არაერთი წერილია საგანგებო სიტუაციების სამსახურის, სადაც მითითებულია თუ რა დარღვევებზეა საუბარი. მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც გაიცა ნებართვა," - აღნიშნა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით კი, კახა კალაძეს გამიზნული აქვს არჩევნებამდე მწვანე ტერიტორიები გაყიდოს. 

"აქ კი არ უნდა მცირდებოდეს მწვანე ნარგავის მასშტაბი და სივრცეები, რომლის გამწვანებაც აუცილებელია, არამედ უნდა იზრდებოდეს. სამწუხაროდ, კახა კალაძეს სულ სხვა სიმწვანე უყვარს, მას ჯიბის გამომწვანება უყვარს მწვანე ფერის ვალუტით და არა ქალაქის. ამის დასტურია ის, რომ ცდილობს არჩევნებამდე მოასწროს ტერიტორიების გაყიდვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე," - აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

რუსთავი2