გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მიხეილ სააკაშვილს ქანდაკება აჩუქეს

10-03-2020

საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ქანდაკება აჩუქეს, რომელიც, მისი თქმით, კიევში, მისი სახლის ეზოში დაიდგა.


ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„ანტვერპენში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკემ დავით ნათიძემ დიდი საჩუქარი გამიკეთა,


ჩამომიტანა და ჩემი სახლის ეზოში, კიევში დადგა თავისი თანამედროვე ქანდაკება "ქალის ტორსო".


ეს მოვლენა განსაკუთრებული იყო თუნდაც იმიტომ რომ, ამ ქანდაკების გახსნას დაესწრნენ, გენიალური ქართველები ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი და ასევე სუხიშვილების ანსამბლის აᲦმასრულებელი მენეჯერი ხატია ეკიზაშვილი და Reuters-ის ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში მაკა ანთიძე.


ძალიან ლამაზი და შემოქმედებითი საღამო გამოგვივიდა ჩემს იაპონურ ბაღში“-წერს სააკაშვილი „ფეისბუქში“.