ორშაბათი, აპრილი 07, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
სოფელ კრიხში ტყის ხანძარი კონტროლს ექვემდებარება

10-03-2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფრომაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავება, რათა არ მოხდეს ხელახალი აალება.


პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. რისკის შემცველ ადგილებზე ისევ რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სოფელ კრიხში სულ მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი. ტერიტორიაზე რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა. ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საჰაერო ძალამ ორი დღის განმავლობაში სულ 100-მდე გაფრენა განახორციელა.
ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.


სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.