გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ამ დრომდე ხანძრის კერები სამეგრელოსა და იმერეთში რჩება

10-03-2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი ლიკვიდირებულია შემდეგ კერებზე: სამეგრელოში - ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ასევე, სოფელ ლიაში. რაჭაში - ხვანჭკარაში. შიდა ქართლში - გოსტიბეში. სამცხე-ჯავახეთში - ლიკანში. აჭარაში - ქობულეთში. იმერეთში - ჭალოვანში;

ღია კერები აღარაა და ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს: გურიაში - ვაკიჯვარში. რაჭაში - კრიხში;

ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა: კახეთში - სოფელ გომბორთან. ქვემო-ქართლში - თეთრიწყაროში. გურიაში: გომსა და მამათში;

აქტიური კერებია: იმერეთში - ხონსა და ტყიბულში. სამეგრელოში - ეწერში;

მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო სპეც ტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობენ. მათ ჯამში 200-მდე გაფრენა განახორციელეს.

ხანძრის ქრობის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და სრულ ლიკვიდაციამდე გაგრძელდება.