გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს პირველი არხის პრევენციული ზომები ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით

11-03-2020

 საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, საქართველოს პირველი არხი პრევენციულ ზომებს მიმართავს.

ამის შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია პირველი არხის ვალდებულება, „უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ“. ამიტომ, საქართველოს პირველმა არხმა მიიღო თანამშრომელთა ნაწილის დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანის გადაწყვეტილება. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობიდან დროებით გათავისუფლებული არიან ორსულები, ქრონიკული დაავადებების მქონე თანამშრომლები და სხვა რისკჯგუფში შემავალი პირები.

გარდა ამისა, საქართველოს პირველი არხი დროებით ზღუდავს იმ გადაცემების ჩაწერას, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები/მოზარდები, მოწვეული სტუმრები და დიდი აუდიტორია.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, განისაზღვრა ახალი საპროგრამო პოლიტიკა. შესაბამისად, საეთერო ბადეში მოხდა ცვლილებები. 11 მარტიდან მაყურებელს საჭირო ინფორმაციას, კვალიფიციურ და გადამოწმებულ რჩევებს „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ სპეციალური პროგრამით მიაწვდის. გადაცემა ყოველდღე, 20:00 საათზე გავა ეთერში.

საქართველოს პირველი არხი ითვალისწინებს ევროპის მედიაგაიდლაინებს, უერთდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაცემულ რეკომენდაციებს და საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიჩინონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და დაიცვან შესაბამისი წესები"-ნათქვამია განცხადებაში.

1tv.ge