გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ავარია გაზსადენზე - აჭარის მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

7-02-2018

აჭარასა და გურიაში სამშაბათს ბუნებრივი აირის გარეშე 80 ათასი მომხმარებელი დარჩა. საბავშვო ბაღებისა და სკოლების ნაწილი ალტერნატიულ გათბობაზე გადავიდა, ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მუშაობა დროებით შეწყვიტა. გაზის მიწოდება 15:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყეს. პროცესი ოთხშაბათს, დღის ბოლომდე, უნდა დასრულდეს. ამჟამად კიდევ რამდენიმე აბონენტია გაზის გარეშე დარჩენილი.


აჭარასა და გურიაში გაზის გამორთვის მიზეზი გაზსადენის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარია გახდა. 


კომპანია Socar-ი აბონენტებს მოუწოდებს, იყვნენ ყურადღებით და ფრთხილად, გადაკეტონ გაზის სარქველები; აუცილებლობის შემთხვევაში კი დარეკონ ცხელ ხაზზე — 16 114.

sputnik