გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არჩილ თალაკვაძე: ასეთ შემთხვევაში ეს ოპოზიციის მხრიდან საზოგადოებისა და უცხოელი მეგობრებისთვის წაყებენული ულტიმატუმია

11-03-2020

„თუ ეს არის ულტიმატუმი, მინდა გითხრათ, ისინი ულტიმატუმს უყენებენ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და თუ ეს არის შანტაჟი, მინდა გითხრათ, რომ ისინი, ამ შემთხვევაში, ამით აშანტაჟებენ ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას იმის შესახებ, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს.

„ჩვენმა საზოგადოებამაც და მეც, ამ ორი დღის განმავლობაში, მივიღე ასობით წერილი.

ისევე, როგორც პარტნიორები,უკლებლივ, სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი, ევროპარლამენტი, ევროპის საბჭო, ოდირი, ყველა აბსოლუტურად, დადებითად გამოეხმაურა ამ შეთანხმებას. მათ თქვეს, რომ ეს არის მიღწევა და ეს განუხრელად უნდა იყოს დაცული. ამიტომ, თუ ისინი შეიცვლიან პოზიციას, ისინი გადაიხდიან პოლიტიკურ ფასსაც და დაკარგავენ პოლიტიკურ მომავალს. საბოლოო ჯამში, არის ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტი, ჩვენ ჩავატარებთ დემოკრატიულ არჩევნებს, „ქართული ოცნება“ იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ჩვენ დავგეგმავთ ყველა საჭირო ღონისძიებებს კამპანიის ფარგლებში, განვაახლებთ გუნდს, მოვამზადებთ ახალ პროგრამას და მზად ვართ პასუხიმსგებლობის ასაღებად ჩვენი ქვეყნის მომავალზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში.​