გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბექა ლილუაშვილი: საჭიროების შემთხვევაში, საბანკო სექტორი მზად არის, რომ იმუშაოს ტურისტულ ინდუსტრიასთან, რათა სესხები გადავადდეს

11-03-2020

“თუ საჭიროება იქნება და ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მიმდინარე გადახდებში გარკვეული პრობლემები იარსებებს, გამომდინარე კორონავირუსის ეფექტებიდან, საბანკო სექტორი მზად არის, რომ ემუშაოს ტურისტულ ინდუსტრიას, რათა სესხების გადავადება მოხდეს, იქნება ეს რესტრუქტურიზაციის, თუ სხვა ფორმები”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერმინისტრის მრჩევლის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით – ისეთ მოწყვლად სექტორებზე ამ ვირუსის მიმართ, როგორიც, მაგალითად, ტურისტული ინდუსტრიაა.

„პირველ ყოვლისა, აქცენტები გაკეთდა საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ის ნეგატიური ეკონომიკური გავლენები, რაც პოტენციურად ვირუსის გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს. რა თქმა უნდა, როგორც საბანკო სექტორის, ასევე, სახელმწიფოს პოზიცია იყო, რომ კონკრეტულად ტურისტულ ინდუსტრიაზე, ამ პროცესს ექნება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და, ასევე, მომდევნო თვეების განმავლობაში არ მოხდა მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია ამ არეალის გაფართოების თვალსაზრისით”, – განაცხადა პრემიერმინისტრის მრჩეველმა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, ტურიზმის სექტორზე გავლენების გარდა, აღინიშნა პირდაპირი ეფექტები საფინანსო-საბანკო სექტორზე.

„მნიშვნელოვნად ხაზი გაესვა იმასაც, რომ საბანკო სექტორი დღეს არის ბევრად უფრო ჯანსაღი და მზად იმისთვის, რომ შესაბამისი საგარეო შოკები ძალიან დაბალანსებულად მიიღოს და არ მოახდინოს მნიშვნელოვანი ზეგავლენა თავად საბანკო სექტორზე, განსხვავებით მაგალითად 2014-2015 წლების საგარეო კრიზისისა, რადგანაც დღეს საბანკო სექტორში არსებობს ბევრად უფრო მეტი ე.წ. ბუფერი, მსგავსი ტიპის საგარეო ეფექტების ნეგატიური გავლენის მინიმიზებისთვის”, – განაცხადა პრემიერმინისტრის მრჩეველმა.

ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ, პრემიერმინისტრის დავალებით, იქმნება ძალიან სწრაფი, მოქნილი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში იმუშავებს ამ ეფექტების ზეგავლენის დათვლაზე და სახელმწიფოს, საბანკო სექტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი ნაბიჯების შემუშავებაზე, რომელსაც განახორციელებს საქართველოს მთავრობა ყველა მხარესთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს უარყოფითი ეფექტები ეკონომიკაზე.

„ეს ჯგუფი რამდენიმე დღეში საჯაროდ გააჟღერებს უკვე კონკრეტულად ამ ნაბიჯებს, როგორც ფისკალური, ასევე, მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით.

მთავარი მიზანი და ამოცანა, რაც დღეს ერთხმად გამოითქვა ამ შეხვედრაზე, არის ის, რომ მოწყვლად სექტორებში დარჩეს რაც შეიძლება მეტი ლიკვიდობა – ფულადი რესურსი იმისთვის, რომ მიმდინარე ხარჯები და პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ სექტორში, აუცილებლად განხორციელდეს და ხელი არ შეეშალოს. ამიტომ, ამ მიზნის მისაღწევად, როგორც სახელმწიფო, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის სახით, ასევე კომერციული სექტორი, ამ შემთხვევაში საბანკო სექტორის სახით წარმოდგენილი, მზად არის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კვირა