გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კალაძე: არაა აუცილებელი კომუნიკაციის დროს ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა

11-03-2020

” უკვე რამდენიმე კვირაა, მთელი მსოფლიო ცხოვრობს შიშის ქვეშ და ამ შიშს ჰქვია კორონავირუსი. რა თქმა უნდა, არც საქართველო არის გამონაკლისი, თუმცა, მინდა დავამშვიდო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. თქვენ იცით, რომ შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, სადაც არის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.

მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენ ექიმებს. მინდა, მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თითოეულ თანამშრომელს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მესაზღვრეებს, საპატრულო პოლიციას, ყველას, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. მადლობა მინდა გადავუხადო მედიას მხარდაჭერისთვის თანადგომისთვის, გაშუქებისთვის.

იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს ინფორმირებული, თუ როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენზეც, რიგით ადამიანებზე.

უნდა გამოვიჩინოთ უფრო მეტი სიფრთხილე, არ არის აუცილებელი ადამიანებთან კომუნიკაციის დროს, შეხვედრის დროს, ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა. აუცილებელია გამოვიყენოთ ხსნარები, რომელიც დეზინფექციისთვის არის მნიშვნელოვანი. არ უნდა მოგვერიდოს ამ ყველაფრის გამოყენება, რომელიც დაგვაზღვევს.”

ipress