გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პირი, რომელიც თელავის უნივერსიტეტის პროფესორს თავს დაესხა, გარდაცვლილი იპოვეს

11-03-2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცხედარი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აღმოაჩინეს.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, 50 წლამდე მამაკაცს, ბოლო პერიოდში, დეპრესიის ნიშნები აღენიშნებოდა. ის გასულ თვეებში თელავის უნივერსიტეტის პროფესორს თავს დაესხა და მას ლიკვიდაციით ემუქრებოდა. თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126- ე მუხლით მიმდინარეობდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

kvira