გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ 24-ე შემთხვევაც იტალიასთანაა დაკავშირებული

11-03-2020

დაავადებათა კონრტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების 24-ე შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა.

"ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს შემთხვევაც იტალიასთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება კლინიკურ სურათს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არაფერი საგანგაშო არ არის"-განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 39 ანალიზი იყო შესული და მხოლოდ ერთზე გამოვლინდა დადებითი პასუხი.