გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზურაბ პატარაძე თურქეთის გენერალურ კონსულს შეხვდა

7-02-2018

ზურაბ პატარაძე თურქეთის გენერალურ კონსულს მაქბულე ქოჩაკს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან მაქბულე ქოჩაკთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ზურაბ პატარაძემ ახლად დანიშნულ ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ზურაბ პატარაძემ და მაქბულე ქოჩაკმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სფეროები განიხილეს. მხარეებმა გამოთქვესსურვილი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მიმართულებით. მხარეებმაასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე ზურაბ და პატარაძემ და მაქბულე ქოჩაქმა ასევე ისაუბრეს სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის საკითხზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმგარემოებას, რომ მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის კვლავაც ძველი წესით მიმდინარეობს და ეს ორი ქვეყნის წარმომადგენელთა კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობისშედეგია.

„მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის ოპტიმალური და გამართული სასაზღვრო პოლიტიკის არსებობა. მჯერა, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი კონსულტაციების შედეგადმიღწეული იქნება ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი შედეგი. კარგია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები საზღვარს კვლავაც ძველი წესით კვეთენ და მათ ამმიმართულებით პრობლემები არ ექმნებათ“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სარფის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე მოდერნიზების პროცესს. საუბრისას აღინიშნა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოებისდასრულების შემდეგ მგზავრებისა და ავტოტრანსპორტის გატარება უფრო გაიოლდება. „ეს ყველაფერი ჩვენს პრიორიტეტებში შედის“, - ხაზი გაუსვა გენერალურმა კონსულმა.

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ და თურქეთის გენერალურმა კონსულმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთის მეგობრული ურთიერთობის განვითარების საკითხებზე.მხარეებმა აღნიშნეს, რომ  თანამშრომლობა ამ მხრივ სულ უფრო მტკიცდება.

მაქბულე ქოჩაკი თურქეთის რესპუბლიკის კონსულად ბათუმში 2018 წლის იანვრიდან დაინიშნა.