7-02-2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ თემისა და ქალაქის გაერთიანების შედეგად გათავისუფლებულ 47 თანამშრომელზე კომპენსაცია გასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, კომპენსაციები 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გაიცა, რომელიც ჯამში 145 919 ლარს შეადგენს.
ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში ამ დროისთვის სულ 351 ადამიანი მუშაობს. გაერთიანებამდე, ქალაქისა და თემის თვითმმართველობის ორგანოებში 400-მდე საჯარო მოხელე იყო დასაქმებული.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"