გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ყულიშკარში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

7-02-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი სამ ეტაპიანია და წყალმომარაგების სათავე-ნაგებობის, რეზერვუარების, სატუმბი სადგურისა და 50439 მეტრი წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობასა და მოსახლეობის გამრიცხველიანებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, წყალგაყვანილობის ქსელი მოწყობილია 35839 მეტრზე, მესამე ეტაპის სამუშაოებზე კი ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. მესამე ეტაპის სამუშაოებზე 361 478 ლარი დაიხარჯება.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციით ამ ეტაპზე 820 ბენეფიციარი ისარგებლებს, პროექტის დასრულების შემდეგ კი სარგებელს 1920 ბენეფიციარი მიიღებს.


სოფელს აქამდე წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ ჰქონდა, მოსახლეობა ჭის წყლით სარგებლობდა, რომელიც ზაფხულობით შრებოდა და ადგილობრივებს პრობლემას უქმნიდა.