გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და კლინიკა „კურაციო“ დაზღვეულებს პირადი ექიმის სატელეფონო კონსულტაციებს სთავაზობენ

12-03-2020

COVID-19 ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად „ჯიპიაი ჰოლდინგი“ საპრევენციო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს. სადაზღვევო კომპანია კლინიკა „კურაციოსთან“ ერთად დაზღვეულებს პირადი ექიმების სატელეფონო კონსულტაციებს სთავაზობს. ვირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით „კურაციოს“ პირადი ექიმები დამატებით სამუშაო საათებს გამოყოფენ პაციენტებისთვის სატელეფონო კონსულტაციის გასაწევად.


თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი: „ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს COVID-19ის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი სამუშაობის გასატარებლად, როგორც შიგნით კომპანიაში, ისე დაზღვეულებთან მიმართებაში. ჩვენმა საბაზისო კლინიკამ, „კურაციომ“ შეცვალა ოპერირების სისტემა, რათა მომხმარებელებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო უზრუნველყოს კლინიკაში. თუმცა გვესმის, რომ შესაძლოა ჩვენი დაზღვეულებისთვის ამ პერიოდში პრიორიტეტული შეიძლება იყოს დისტანციურად მიიღონ სამედიცინო სერვისები. სწორედ ამიტომ, გამოვყავით დამატებითი რესურსი პირადი ექიმების სამუშაო საათებში და ხვალიდან დაზღვეულები შეძლებენ მაქსიმალურად ოპერატიულად მიიღონ სატელეფონო კონსულტაცია.“


მაქსიმალური უსაფრთოხებისთვის, კომპანია დაზღვეულებს მოუწოდებს ჩაანაცვლონ დაზღევის პლასტიკური ბარათი AppCard-ით, რომელიც ჯიპისი მობილურ აპლიკაციაშია. AppCard-ით სადაზღვევო მომსახურების მიღება ჯიპიაი ყველა პროვაიდერსა და აფთიაქშია შესაძლებელი.


გარდა ამისა, კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაზღვეულებს, დროებით, ვიდრე არ მოიხსნება საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული ზოგადი შეზღუდვები, სერვის ცენტრებს მიმართონ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და სანაცვლოდ ისარგებლონ ციფრული სერვისებით. დისტანციური სერვისებით მომხმარებლები სწრაფად და კომფორტულად მიიღებენ ყველა სახის სადაზღვევო მოსმახურებას ვებპორტალით: www.mygpi.ge ან მობილური აპლიკაციით MyGPI (თავსებადია IOS ადა Android სისტემებზე).


ექიმთან სატელეფონო კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ვებ გვერდის www.mygpi.ge, აპლიკაციის MyGpih და ასევე ცხელი ხაზის: 2505111 საშუალებით.