გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: არავის არ ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების სერიოზული ზრდა

12-03-2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების სერიოზული ზრდა.


გამყრელიძე ამბობს, რომ არავის არ აშინებს, თუმცა კერძო კლინიკები მზად უნდა იყვნენ მომავალში ინფიცირებული პაციენტების მისაღებად.


„მზადყოფნის გეგმა უნდა ჰქონდეს თითოეულ საავადმყოფოს. მათ ეს ევალებათ. ლიცენზირების პირობებში მათ ევალებათ, რომ ჰქონდეთ სამი თვის მედიკამენტების მარაგები. ამას ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს. მზადყოფნა უნდა იყოს კერძო ჰოსპიტლებშიც და თუ არ არის, დღეს კიდევ მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს, მე არავის არ ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად, მზად უნდა იყოს სახელმწიფო სხვადასხვა სექტორები და მზად უნდა კერძო სექტორი.


მოგეხსენებათ საქართველოში ჰოსპიტლების 90% არის კერძო. მე მოვუწოდებ მათ მფლობელებს და მმართველებს, რომ ამ დროს მთავარია სოლიდარობა კერძო სექტორიდანაც“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუს დროს.