15-11-2017
ციტრუსის სეზონის დაწყებასთან ერთად აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, 10 თეთრის ოდენობით სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. შესაბამისად,საწარმოო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.
საპროგნოზო მონაცემებით, 2017 წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 50-55 ათასი ტონა იქნება. საექსპორტო მანდარინს სეზონზე ამზადებს 40–მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო, რომელთა ჯამური სიმძლავრე 30 000 ტონაზე მეტია. საწარმოებში ხდება მანდარინის დაკალიბრება, პარაფინირება, პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტი. ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 40 000 ტონა საექსპორტოყუთის მომზადება. რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით შესაძლებელია 7000 ტონამდეციტრუსის შენახვა. ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოები სეზონზე ღებულობენ და კონცენტრატის სახით ამუშავებენ 15000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს.
წელს არასტანდარტულ მანდარინს მიიღებს და გადაამუშავებს შპს „თჩF GEOღGIA“ დაშპს „Gეორგიან ინდუსტრიალ Aსსეტ Mანაგემენტ Gროუპ“. თჩF GEOღGIA გეგმავს 4 000 ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას, რომლისგანაც კონცენტრირებულ წვენს დაამზადებს. წვენი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. ასევე, დაგეგმილია ექსპორტი რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში.
წყარო: "აჭარის ტელევიზია"