გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

იტალიაში მოღვაწე მამაო: ქართველებო დარჩით სახლში, მზად ვარ მოგიტანოთ წამლები და საკვები

12-03-2020

რომის სამრევლოს წინამღძვარი, ქართველი მამაო იოანე ხელაია ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის ყველა ქართველს, რომელიც იტალიაში იმყოფება, მოუწოდებს, რომ დარჩნენ სახლში, რათა თავი დაიცვან კორონა ვირუსისაგან, ხოლო თუ ვინმეს წამლები ან საკვები დასჭირდება, მზადაა თავად მოემსახუროს თითოეულ მათგანს.


"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო დარჩით სახლში. ნუ გამოხვალთ სახლიდან. მზად ვარ მოგიტანოთ საკვები და წამლები. თქვენს სამსახურში მიგულეთ", - აცხადებს მამა იოანე.