გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზუგდიდელი გარემოვაჭრეების ნაწილი ქუთაისში გაემგზავრა

7-02-2018

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მომუშავე გარემოვაჭრეების ნაწილი რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში გაემგზავრა. ისინი პარლამენტთან აქციის გამართვას აპირებენ. მათივე თქმით, ოფიციალური წერილი უკვე გაგზავნილი აქვთ, რომელსაც ქუთაისში კიდევ ერთხელ გააჟღერებენ. გარემოვაჭრეები მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობას და ალტერნატიულ ფართზე გადასვლამდე მუშაობის გაგრძელებას ძველ ტერიტორიაზე ითხოვენ.

“შევაგროვეთ ფული და ვიქირავეთ ტრანსპორტი ქუთაისში წასასვლელად. იმ კონსტრუქციების მოწყობას, რომელსაც გვპირდებიან, ორი თვე მაინც დასჭირდება. ვითხოვთ დროებით ძველ ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას", - ამბობენ ისინი.

გარემოვაჭრეები მუშაობის გაგრძელების უფლებით აქციებს, ერთ კვირაზე მეტია, მართავენ. ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებზე უარს ტარიფებისა და ადგილების არასაკმარისი რაოდენობის გამო უარს ამბობენ.