გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება

13-03-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ლარის კურსზე. პრემიერის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ლარი საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდეს.


„ლარის კურსი მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად და პოზიტიურად მოძრაობდა. რა თქმა უნდა, ეს არის  ბოლო გამოწვევების პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებზე რეაქცია. ეს არის რეაქცია, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად წყნარად და მშვიდად უნდა გადავიტანოთ. ამ საკითხზე ჩვენ საუბარი გვექნება ეროვნულ ბანკთანაც და საფინანსო სექტორთანაც. ყველა სხვა ღონისძიებებთან ერთად, ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ლარის კურსთან გამკლავებაში, ეკონომიკური ზრდის სტიმულირება, რასაც ყველანი ერთად ვაკეთებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 25 ადამიანი.