შაბათი, მაისი 31, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
პრემიერი: განსაკუთრებული მადლობა ფონდ „ქართუს“, ეს არის მაგალითი როგორ უნდა ვუპასუხოთ ერთობლივად მსგავს გლობალურ გამოწვევებს

13-03-2020

მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ რომელმაც ინიციატივა გამოხატა. ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ ყველანი ერთად და ფონდი „ქართუს“ მიერ გამოხატული ინიციატივა არის საუკეთესო დადასტურება და მაგალითი იმისა, რომ მსგავსი გამოწვევების პირობებში როგორ შევინარჩუნოთ ერთიანობა და როგორ უნდა ვეცადოთ, ერთობლივად ვუპასუხოთ მსგავს გლობალურ გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის განცხადებით, თუ სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი რესურსი მიმართვას ყველას ვინც ამის მზაობას გამოთქვამს, პირველ რიგში კი ქართუ ფონდს.


„ის რესურსი, რომელიც ახლა ჩვენ ვთქვით, ეს სრულად უკვე დათვლილი და მობილიზებულია სახელმწიფოს მხრიდან. თუ დაგვჭირდა დამატებითი რესურსები, რა თქმა უნდა, მივმართავთ პირველ რიგში ქართუ ფონდს და ყველას, ვინც მზაობას გამოავლენს, - განაცხადა პრემიერმა.