გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: ყველა ის ზომა, რომელსაც ჩვენ ახლა ვიღებთ, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ თავიანთ დასაქმებულებს, ჩვენს მოქალაქეებს

13-03-2020

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის ზომა, რომელსაც ჩვენ ახლა ვიღებთ, განსაკუთრებით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული კომპანიებისთვის, განსაკუთრებით საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადების ნაწილში, ერთმნიშვნელოვნად  გულისხმობს იმას, რომ კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ თავიანთ დასაქმებულებს, ჩვენს მოქალაქეებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, მაქსიმალურად  მოხდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

 

„ყველაფერი ეს ერთად რომ შევაჯამოთ, არის დაახლოებით 1 მილიარდი ლარის რესურსის ეკონომიკაში ან მიმართვა ან დატოვება, რამაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ამ ეტაპზე მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს კერძო სექტორს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს არ იქნება საკმარისი და ჩვენ ვნახავთ, რომ გლობალური გამოწვევები და ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენა იქნება მძიმე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ეს გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.