გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მერაბ ქვარაია: კორონავირუსით არსებული გამოწვევების ფონზე, ოპოზიციის ბრიფინგი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით არაადეკვატურია

13-03-2020

„კორონავირუსით არსებული გამოწვევების ფონზე დღეს ოპოზიციის ბრიფინგი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით არაადეკვატურია“,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ბრიფინგს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.


მერაბ ქვარაიას განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ ნაცმოძრაობის ის წევრები, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც სასამართლომ ყველაზე დიდი ზიანი მიიღო.


„ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ ნაცმოძრაობის ის წევრები, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც სასამართლომ ყველაზე დიდი ზიანი მიიღო და უკიდურესად მართვადი, დამოკიდებული და გაუმჭვირვალე გახდა . დღეს მათგან მომავლის იდეალურ სასამართლოზე საუბარი ცინიკური და არასარწმუნოა“,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.