გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალი ამბები პრემიერი: ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადები 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადდებათ

13-03-2020

"სახელმწიფო ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადებს 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.


მთავრობის მეთაურის განმარტებით, საუბარია სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, ასევე საექსკურსიო საქმიანობით დაკავებული კომპანიების შესახებ.


„ამ კომპანიებს ჩვენ გადავუვადებთ მომდევნო 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადებს - 1-ელ ნოემბრამდე. აღნიშნული შეღავათი შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს, ოთხი თვის განმავლობაში - მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი - ამ სექტორში დამატებით დატოვებს 100 მლნ ლარზე მეტ ფინანსურ რესურსს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.