7-02-2018
გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ააიპებში პარლამენტიში გორის მაჟორიტარი დეპუტატების თენგიზ ხუბულურის, იოსებ მაკრახიძის, გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის, მისი მოადგილის ალექსი მარიამიძის, ოჯახის წევრები და მეგობრების დასაქმება გრძელდება.
,,თრიალეთის" ინფორმაციით გორის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე თავზარაშვილმა თანაშემწედ დაინიშნა ბავშვობის მეგობარი ქეთევან არსენიძე. თავზარაშვილმა ბავშვობის მეგობრის ქეთევან არსენიძის მეუღლის იოსებ ხაბელაშვილის დასაქმებაზეც იზრუნა და სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დანიშნა.
ააიპების დირექტორების მოადგილეებიის შტატები ახალია. მერიამ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა, თუმცა ისევ საკუთარი ახლობლები და ნათესავები დაასაქმა. ,,თრიალეთის" ინფორმაციით დასაქმებული იოსებ ხაბელაშვილი ნასამართლევია, რასაც არ ადასტურებს ააიპის ხელმძღვანელი თამარ აფციაური, რომელიც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ კადრებს მერთან ერთად არჩევს.
კოტე თავზარაშვილს უყურადღებოდ არ დაუტოვებია არც ცოლის დაქალები, მეუღლის მეგობრები ლია შოშიაშვილი და ლალი ნალიკაშვილი. გორის მერს არც მეგობრის ზურაბ ქუმელაშვილის რძალი ანა სვანიძეც არ დაუტოვებია სამსახურის გარეშე.
პარლამენტის მილიონერი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ძმა, ალექსანდრე მაკრახიძეც არ დარჩენილა სამსახურის გარეშე და კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დანიშნეს, რომელსაც ხელფასი 1200 ლარი ექნება. გორის მაჟორიტარი იოსებ მაკრახიძე მილიონერი დეპუტატების სიის სათავეში მოხვდა ის 13 მილიონის მფლობელია, კანონმდებელი ასევე იმ დეპუტატების სიაშიც მოხვდა, რომლებსაც საპარლამენტო ტრიბუნა არასოდეს გამოუყენებია.
მერიის სპორტის ააიპის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ხუბულურის ძმა, კონსტანტინე (ტუხო) ხუბულური, ამავე ააიპშივეა დასაქმებული მისი მეუღლე მაია ნაყოფია და ხოლო შვილი ხატია ხუბულური კუტურის ააიპშია დასაქმებული.
რაც შეეხება გორის მერის მოადგილეს ალექსი მარიამიძეს მისი ძმა მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, ალესი მარიამიძემ ასევე მისი მეგობრის შორენა შოშიაშვილის სამსახურზეც იზრუნა და ასევე როგორც ,,თრიალეთს" სანდო წყარომ განუცხადა მერის მოადგილე მეგობრის შორენა შოშიაშვილის შვილის, თაკო დავითაშვილის დასაქმებაზეც ზრუნავს და იგი მერის კუტურის ააიპში ინიშნება.