გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სააკაშვილი: ჩემს დროს აშენდა ლუგარის ცენტრი და ცხოვრებაში არასდროს დამიმადლებია ეს

13-03-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფონდი "ქართუს" მიერ გავრცელებულ განცხადებას "ფეისბუქის" საშუალებით გამოეხმაურა.
"როგორ ვამუშაოთ ივანიშვილის ფული ხალხზე, ნამდვილად და არა მოჩვენებითად:
ივანიშვილმა გამოაცხადა დღეს დილიდან, რომ მისი ფონდი „ქართუ" შეუვსებს სახელმწიფო ორგანოებს ფულს, თუ მათ რაღაც თანხები დააკლდებათ.


ივანიშვილის მთელი ფული, ბოლო წლებში, არის მოპოვებული საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით, ქართული მიწების მოპარვით, ბიზნესების წაღებით, მევახშეობით და ეს ყველაფერი გადაქაჩა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ ჯიბეში.

და ახლა ნახეთ, რას გეუბნებათ: 2 ან 3 პროცენტს ამ ფულიდან მოგიგდებთ, იმისთვის, რომ არ მომივარდეთ აქ, ჩემს შუშის სასახლეში.

მთლიანად შემოვუტრიალოთ მას მაგიდა და ვუთხრათ:
დღეს რომ საქართველო ასეთი დაუცველია, მათ შორის, ჯანდაცვის კუთხით, მათ შორის იმ კუთხით, რაც ეხება ფინანსებს, ეს არის პირველ რიგში ივანიშვილის ბრალი!

რაღაც ორი საავადმყოფო ავაშენეო..
ჩემს დროს აშენდა ლუგარის ცენტრი და 140 საავადმყოფო და ცხოვრებაში არასდროს დამიმადლებია ეს... და რას შველის ორი საავადმყოფო?.. თან, არასათანადო პირობებით..

აქ საუბარი სხვა რაღაცაზე უნდა იყოს:
მას აქვს მილიარდობით ლარი მოპარული თქვენი ჯიბეებიდან. ეს ფული უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდეს თქვენთან და მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას და ეკონომიკური კრიზისისგან დაცვას. იმიტომ, რომ უამრავი ქართველი, რომელიც წასულია უცხოეთში, ვერ რიცხავს ფულს და ამგვარად, საქართველოს ახლა ემუქრება ლარის სრული ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი.

ივანიშვილს პირველ რიგში უნდა მოვთხოვოთ, რომ დააბრუნოს ეს ფული და გარდა ჯანდაცვის ღონისძიებებისა, ამ ფულის ძირითადი ნაწილი უნდა მოხმარდეს ლარის გამყარებას და ლარის დაცვას. იმიტომ, რომ ლარის ჩამოშლა კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააყენებს აბსოლუტურად ყველა ქართველს.

ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც ზუსტად ვიცი, რომ უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი, რომელსაც ის იყენებს პირადი საკუთრებისთვის და ეს არის თქვენი ჯიბიდან ამოცლილი ფული. თითქმის მთლიანად!

აი ეს ფული უნდა იქნეს ამოღებული და ჩაიდოს ხალხის დაცვაში, ლარის გამყარებაში და ბიზნესებისთვის დახმარებაში, რომლებიც ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ ამ ბოლო კრიზისის ფონზე.
და მაშინ, ეს იქნება ნამდვილი დახმარება და წაადგება ქართველ ხალხს"-განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, ფონდმა „ქართუმ“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად ფონდი მზადაა სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება.