გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სააკაშვილი: საკმაოდ განვითარებული ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა გვაქვს, რომელიც მე დავტოვე

14-03-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ლუგარის ცენტრის სახით საკმაოდ განვითარებული ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა აქვს. მისივე თქმით, სამედიცინო სისტემაში პრობლემებია, რომლებიც მთავრობამ დაუყონებლივ უნდა გადაჭრას.
ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა.

"ჩვენ გვაქვს საკმაოდ განვითარებული ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, რომელიც მე დავტოვე და რიჩარდ ლუგარის ცენტრი, რომელიც ჩემმა მეგობარმა ააშენა, რომელიც საქართველოს ქმნის უფრო დაცულად, ვიდრე დაცულია რეგიონის ნებისმიერი სხვა ქვეყანა.
ახლა ამ სისტემაში არის პრობლემები, პრაქტიკულად ბევრი საავადმყოფო ჩვენს მიერ დატოვებული არის დარჩენილი რესურსებისა და მათი პერსონალი არის
დარჩენილი ხელფასების გარეშე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ გასტუმრებული იქნას მათი დავალიანება... მოძებნილი იქნას ახალი ლოკაციები დაავადებასთან საბრძოლველად
და სასწრაფოდ მოხდეს დატრეინინგება სამედიცინო პერსონალის.
მე მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, ჩვენ ექიმებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვის ამ დაავადებას.
ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი სპეციალისტები და მნიშვნელოვანია, რომ მათ რჩევას დავუგდოთ ყური და არ ავყვეთ პანიკას.
ახლა ერთმანეთის მიმართ კრიჭაში ჩადგომის დრო არ არის... საზოგადოება უნდა დაუდგეს სამედიცინო სისტემას და მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას მისი პრობლემები"-განაცხადა სააკაშვილმა.