გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს მიმართავს

14-03-2020

კომუნიკაციების კომისია მიმართავს მობილურ ოპერატორებს კორონა ვირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და რეკომენდაცია მოსახლეობას სმს შეტყობინების სახით, მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით მიაწოდონ.

გამომდინარე კორონა ვირუსთან დაკავშირებული საფრთხეებისა და გამოწვევებისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსახლეობას ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით გადამოწმებულ და სწორ ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. მოვუწოდებთ ჩვენი რეგულირების სფეროში შემავალ კომპანიებს, არსებულ ვითარებაში გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ვირუსთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაციის, ან არასათანადო სოციალური რეკლამის გავრცელებისგან, რომელიც ოფიციალური უწყებების მხრიდან არ გაკეთებულა.