გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით დაინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

14-03-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ხუთივე პირის მდგომარეობა, რომლებსაც დღეს ახალი კორონავირუსი დაუდატურდათ, დამაკმაყოფილებელია და საგანგაშო არაფერია.

მისივე თქმით, ისევე როგორც სხვა შემთხვევების უმრავლესობა, ხუთი ახალი შემთხვევაც იტალიას უკავშირდება.

საქართველოში კორონავირუსის უკვე 30 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

კარანტინის რეჟიმში 418 ადამიანია, ხოლო სტაციონარულკი დაკვირვების ქვეშ 54 ადამიანი რჩება.