7-02-2018
მოსწავლის ცემის გამო პედაგოგი შესაძლოა სკოლიდან დაითხოვონ.
ოზურგეთის მუნიციპალოიტეტის სოფელ შრომაში 63 წლის მათემატიკის მასწავლებელმა, რომელიც ასევე მეშვიდე კლასის დამრიგებელია, მოსწავლე სკოლის კიბეზე სცემა.
როგორც სკოლის დირექტორი რუსუდან ცეცხლაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, მეშვიდეკლასელ ბიჭს მასწავლებელმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად შეეხო.
მომხდარი ფაქტი შესასწავლად დისციპლინურ კომიტეტს გადაეცა.
სკოლის შინაგანაწესით კი სკოლის დირექციას მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისას პედაგოგის განთავისუფლების ვალდებულება აქვს.