გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ველური ბუნების სააგენტომ ადგილობრივი სახეობის კაკაბი დაცული ტერიტორიის ბუფერულ ზონაში გაუშვა

14-03-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარედ დაცული ტერიტორიის ბუფერულ ზონაში, პოპულაციის აღდგენის მიზნით, 40 ფთა ადგილობრივი სახეობა კაკაბი გაუშვა. ღონისძიების მიზანია საქართველოს ფაუნის, იშვიათი და მოწყვლადი სახეობების ბუნებაში აღდგენა.

დაცული ტერიტორეიბის სააგენტო ბუნებაში გაშვებული ფრინველების მეთვალყურეობის მიზნით, ვიდეოხაფანგებს დაამონტაჟებს.

ამ ეტაპზე სააგენტოში ფაუნის სახეობათა გამრავლების და ბუნებაში აღდგენის მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 500 მდე კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000 მდე კაკაბი და 20 ზე მეტი პორფირიონი ანუ ხონთქრის ქათამი ბინადრობს.