გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

BLOOMBERG: ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 7 დღეში $192 მილიონი დაკარგა

7-02-2018

საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი გასული რამდენიმე დღის განმავლობაში $192 მილიონი დოლარით გაღარიბდა, ამის შესახებ Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსიდან ხდება ცნობილი. ამ დროისთვის ივანიშვილი მსოფლიოს 308-ე უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონება $5.8 მილიარდი დოლარით არის შეფასებული.

ივანიშვილის ქონების შემცირება სავარაუდოდ, გლობალურ საფონდო ბირჟებზე არსებულ ვარდნას უკავშირდება. ვარდნის სავარაუდო მიზეზად გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებიც სახელდება. ბოლო 48 საათის განმავლობაში საფონდო ბირჟებიდან დაახლოებით $4 ტრილიონის ღირებულების ქონება გაქრა. 4-5%-ით შემცირდა აზიის, ევროპისა და აშშ-ის ყველა წამყვანი ინდექსი. 

ამ ვარდნის შედეგად მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ჯამში $100 მილიარდზე მეტი დაკარგა. მაგალითად, მარკ ცუკერბერგის ქონება $3 მილიარდით შემცირდა, უორენ ბაფეტმა $5 მილიარდი დაკარგა, Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის დანაკარგი $3 მილიარდია.

"გურიის მოამბე"