გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კორონავირუსით ინფიცირებულ სამ ახალ პაციენტზე დეტალები ხდება ცნობილი

16-03-2020

კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს უცხოეთში, მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფ ადამიანებთან ჰქონდათ კავშირი და მეოთხეული, შიდაგადაცემა არ დაფიქსირებულა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაციენტები საშუალო ასაკის არიან, ერთი კაცი და ორი ქალი. ერთის მდგომარეობა სერიოზულია, მას ორმხრივი პნევმონია აქვს. ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„სამივე ადამიანმა იცის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. ზუსტად არ ვიცი, თვითიზოლაციის რომელი ფორმა ჰქონდათ გამოყენებული. მათ კავშირი არ აქვთ იმ ჯგუფებთან, რომელზეც აქამდე გვქონდა საუბარი“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი პაციენტებიდან ერთი ინფექციურშია მოთავსებული, ორი კი სხვა კლინიკაში. თენგიზ ცერცვაძის თქმით, მიმდინარეობს დაინფიცირებული ადამიანების კონტაქტების შესწავლა.

ინფექციურში ლუგარის ლაბორატორიიდან 9 პაციენტზე პასუხს ელოდებიან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

imedinews.ge