გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სააკაშვილი: მთავრობა გვყავდა ყურებზე დაყენებული, “ქათმის გრიპის” დროს, ვინ არ შევაწუხე, კალთები ჩამოვახიე

16-03-2020

” მთავრობა გვყავდა ყურებზე დაყენებული”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენმა, მიხეილ სააკაშვილმა, მთავარი არხის ეთერში განაცხადა, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის გატარებულ ღონისძიებებს გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილმა, 2005 წელი გაიხსენა, როდესაც ქვეყანაში “ქათმის გრიპი” იყო გავრცელებული და განმარტა რომ მაშინ, საქართველოს მთავრობა “ყურებზე იყო დაყენებული”,

“2005 წელს ქათმის გრიპის დროს ვის არ დავურეკე, ვინ არ შევაწუხე, კალთები ჩამოვახიე, საქართველო იყო ყველაზე კარგად მომარაგებული “ტამიფლუთი”. აღმოსავლეთ ევროპაში. მთავრობა გვყავდა ყურებზე დაყენებული. მე დღე და ღამე შტაბი მქონდა შექმნილი კაბინეტში.

უბრალოდ მაშინ გავაკეთეთ ეს. ჩემი აზრით, ამ დროს უნდა შემოვიტანოთ, პირბადეები, რა გახდა ამ სადენზინფექციო ხსნარის გაკეთება რა არის, უნდა რიგდებოდეს უფასოდ, მასობრივად ქუჩებში. ბევრი სხვა რამ არის გასაკეთებელი”-ამბობს სააკაშვილი.

ipress