გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონის მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

16-03-2020

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის განკარგულების შესაბამისად საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის მიზნით ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად ონის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.


მერმა მთავრობის განკარგულების მიხედვით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები განიხილა და მერიის სამუშაო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესახებ ისაუბრა.


ემზარ საბანაძის განცხადებით, თითოეული ადამიანი მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებით უნდა მოეკიდოს გაჟღერებულ რეკომენდაციებს, შესაბამისად გაუფრთხილდეს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებს.


"მსგავს სიტუაციებში კატეგორიულად მიუღებელია ისეთი დაუდევარი და უპასუხისმგებლო ქცევა განსაკუთრებით კი საჯარო მოხელისგან, რაც ზრდის დაავადების გავრცელების და გადატანის რისკს გარშემომყოფებში", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.


ამავე განკარგულების თანახმად მერია გადადის დისტანციური მუშაობის პრინციპზე, მაქსიმალურად იზღუდება მოქალაქეთა მიღება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გარდა, მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ნებისმიერ დროს მიიღონ მაქსიმალურად ამომწურავი სატელეფონო მომსახურება, ისარგებლონ ელექტრონული სისტემებით და დაიცვან გაჟღერებული რეკომენდაციები.