ორშაბათი, ივნისი 02, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

17-03-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 15 ტესტის პასუხიდან ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.


„ამ დროისთვის ჩვენთან კვლავ 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ჩვენთან ამ დროისთვის წევს დადასტურებული 19 შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება კიდევ კვლევები. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.


ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სახლში გაწერეს. კარანტინის რეჟიმში 1008 ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 ადამიანი რჩება.