ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
თაგილონში საბაზისო სკოლა დახურეს

15-11-2017

გალის რაიონის სოფელ თაგილონში, რომელშიც 23 ბავშვი სწავლობდა დე ფაქტო ხელისუფლებამ საბაზო სკოლა დახურა. „ოფიციალური“ ბრძანება სკოლის დირექტორს ჯერ არ მიუღია, თუმცა რაიონის წარმომადგენლობამ მოსწავლეები და მასწავლებლების ნაწილი თაგილონისა და ნაბაკევის საშუალო სკოლებში უკვე გადაანაწილეს. ინფორმაციას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია ადასტურებს.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონის საბაზო სკოლაში (9 კლასი), სექტემბრის მდგომარეობით, 23 ბავშვი სწავლობდა და 12 პედაგოგი მუშაობდა.

ე.წ. ოპტიმიზაციის შედეგად, 15 მოსწავლე ჩაირიცხა თაგილონის საშუალო სკოლაში 8 მოსწავლე სოფ. ნაბაკევის მე-13 სკოლაში. სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილეს მასწავლებლებიც. თუმცა, 5 მათგანის სხვა სასწავლებელში გადაყვანის საკითხი გადაწყვეტილი არ არის, რადგან ისინი საპენსიო ასაკის არიან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ კონფლიქტამდე გალის რაიონში 58 საჯარო სკოლა ფუნქციონირებდა და დროთა განმავლობაში, 31-მდე შემცირდა.

„სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გრძელდება. საკითხი IPRM-ის შეხვედრაზეც დავაყენეთ და დავაფიქსირეთ ჩვენი პროტესტი. მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან მიმართულია იქითკენ, რომ შეკავდეს ეს პროცესი“ – განაცხადა „ნაშა აფხაზია“ ქეთევან ციხელაშვილმა.


წყარო: რადიო "ათინათი"