გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფოთში ხანძრის შედეგად ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა

8-02-2018

ფოთში დუმბაძის ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
დამწვარია შენობის ორივე სართული. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმის, ლაურა ჯახაიას თქმით, შემთხვევის ადგილზე გამოძახებისთანავე მივიდნენ.

„გამოძახებისთანავე მივედით შემთხვევის ადგილზე. სახლში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს სამედიცინო დახმარება გავუწიეთ. ხანდაზმული მამაკაცი კი გარდაცვლილი დაგვხვდა“,- აღნიშნა ლაურა ჯახაიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"