სამშაბათი, აპრილი 08, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
,,მაგდანას ლურჯა", ,,მაია წყნეთელი" - სოფელი, სადაც ქართული კინოს შედევრები გადაიღეს

8-02-2018

სოფელი უფლისციხე 1960-იან წლებიდან დაინგრა. საბჭოთა ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობა უკეთესი საცხოვრებელი პირობების მოსაწყობად მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვახვრელში გადაასახლა.

დაურიგეს ნაკვეთები, მისცეს კომპენსაცია. მიუხედავად ამისა, 90-იან წლებამდე, 10-მდე მოსახლემ ძველი სოფელი არ მიატოვა. ოჯახების ნაწილი ქვახვრელში დასახლდა. ნაწილი კი ცალკე კომპაქტურად განთავსდა, რომელსაც ახალი უფლისციხე უწოდეს.

ძველ სოფელში სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ცხოვრობდნენ შუშანა პოღოზაშვილი-სირანაშვილი და დევანოზ ორთანეზაშვილი. ამჟამად, ძველი სოფელი ნასახლარია.

ძველი უფლისციხის ფოტოები მოგვაწოდა მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ფოტომასალა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მოხალისეობრივი და საგანმანათლებლო პროექტის "ამბები უხუცესებისგან" ფარგლებში მოიპოვეს. ,,ამბები უხუცესებისგან" მუზეუმის თანამშრომელმა ინა კარელიძემ განახორციელა.

ამ სოფლის მკვიდრია გიგუცა თათრიშვილი, მუზეუმის ექსკურსიამძღოლი, რომელსაც ზედმეტი სახელი ჰქვია ,,სტალბერა". იხსენებს, რომ იმ პერიოდის ახალგაზრდებს საკუთარი სოფლის მიტოვება ძალიან უჭირდათ.

ფილმები ძველ უფლისციხეში

სოფელ უფლისციხეშია გადაღებული არაერთი საბჭოთა ფილმის ეპიზოდები, ,,მაგდანას ლურჯა"; ,,მაია წყნეთელი"; ,,ცისკარა"; ,,ფიროსმანი" და ა.შ.

საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"