გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის გავრცელების ეტაპისთვის მზად არის

17-03-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძის განცხადებით ჯანდაცვის სისტემა მაზად არის გავრცელების ეტაპისთვის.


„უნდა ვიყოთ მზად გავრცელების ეტაპისთვის. ჯანდაცვის სისტემა ბევარდ მეტად მზად არის ვიდრე აქამდე ყოფილა“, - განაცხადა გამყრელიძემ.


პრემიერ-მინსტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა გადადის კორონავირუსის გავრცელების ეტაპზე.


ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სახლში გაწერეს. კარანტინის რეჟიმში 1008 ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 ადამიანი რჩება.