დღეს ქუთაისში „დავითობას“ აღნიშნავენ
8-02-2018
8 თებერვალს ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
„ეს დღე უმნიშვნელოვანესია ყველა ქართველისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ეს ჩვენთან აღინიშნება, რადგან სწორედ ქუთაისიდან დაიწყო ერთიანი საქართველოს აღმშენებლობა დავით მეფემ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ.
მთელი დღის განმავლობაში ქუთაისსა და გელათში დაგეგმილია ღონისძიებები. გელათის სამონასტრო კომპლექსში მოხდება აღმაშენებლის საფლავის პატივგება და საზეიმო წირვის აღვლენა. 8 თებერვალს ქუთაისში გაიხსნება რამდენიმე გამოფენა და საგალობლების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
"ინტერპრესნიუსი"