გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

არჩილ თალაკვაძე: როგორც ჩანს ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის საკუთარი ხალხი და ქვეყანა მეორეხარისხოვანია

18-03-2020

„დღეს არის ერთად დგომის და სოლიდარობის დრო - ყველამ უნდა ვიმუშავოთ ეპიდემიის შეკავებისთვის, - ამ დროს ოპოზიციის ერთი ნაწილი აგრძელებს ბოიკოტს, რომელიც დაწყებული ჰქონდა გასულ წელს, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კორონავირუსის ეპიდემია დაიწყებოდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მიუხედავად ნიჰილიზმის დათესვის და ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობებისა, მთავრობა და პარლამენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას აგრძელებს.

„პარლამენტი მუშაობს. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება, იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მთავრობის დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს და ეს ეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც. როგორც კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა იქნება და მთავრობა მოგვმართავს ამ დასაბუთებით, პარლამენტი მზად არის, რომ მხარი დაუჭიროს ასეთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური ბოიკოტი ასეთ დროს გაუგებარია და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი „ჩაკეტილია თავის ვიწრო პოლტიკურ დღის წესრიგში და ხშირად, მოკლებულია ადეკვატურობასაც“.​