გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეკა ტიკარაძეს, რომელმაც ამ გამოწვევებს ძალზე ეფექტურად უპასუხა

18-03-2020

„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მთლიანად სამედიცინო სექტორს, პირველ რიგში სამინისტროს, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეკა ტიკარაძეს, რომელმაც ამ გამოწვევებს ძალზე ეფექტურად უპასუხა“ - განაცხადა ტელეკომპანია რუსთავი-2-ის „ღამის კურიერში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის პირველი ინიციატორი იყო.

„როგორც კი იანვარში პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ის იყო პირველი ინიციატორი რომ ასეთი საბჭო შექმნილიყო. გარდა ამისა, ის, რომ ამ ეტაპზე ჩვენ საზღვრებზე გვაქვს იმპორტირებული ვირუსის გამოვლენის, შემდგომ მისი ჯაჭვის დაფიქსირების და გადაზღვევის საკმაოდ ეფექტური კონტროლი, ეს რა თქმა უნდა, სამინისტროს დამსახურებაა, ისევე როგორც მისი ყველა სტრუქტურის, ისევე როგორც ეპიდემიიებს წინააღმდეგ მებრძოლი სააგენტოსი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.