გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა

18-03-2020

ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება და თითოეული მოქალაქის მიზნობრივად მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გამოწვევები იქნება ბევრი და იქნებიან კომპანიები, რომლებიც, ალბათ, ვერ გაუძლებენ მსგავს გამოწვევას, ასევე კომპანიები, რომლებიც გადაეწყობიან.

„ვესაუბრებით ბიზნესს, რომელსაც ვეუბნებით, რომ მათი სოციალური პასუხისმგებლობა და მათი კომერციული ინტერესიც უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ეს სამუშაო ადგილები და ეს ადამიანები, რომლებიც ყავთ დატრენინგებული, რომლის კომპეტენციაშიც უამრავი რესურსია ჩადებული, ეს ხალხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინახოთ იმისთვის, რომ როგორც კი კრიზისს გადავივლით, სწრაფად ამოვქოქოთ და ავამუშაოთ ეკონომიკა.

ჩვენ ამაში კომპანიებს და ბიზნესს ვეხმარებით. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და მათი ინტერესიც ეს არის. ამას მივაღწევთ ნაბიჯ-ნაბიჯ. რა თქმა უნდა, შეფასებები იქნება სხვადასხვა. იქნებიან ადამიანები, რომლებიც სრულად კმაყოფილები ვერ დარჩებიან, მაგრამ ჩვენი ამოცანა, არის ჯანმრთელობა ჩვენი მოქალაქის, მათი სიცოცხლე და ყოველდღიური მომსახურეობა სამედიცინო სფეროში, რომ აქ არ გაჩნდეს რისკები და შემდგომ უკვე მინიმიზაცია იმ ზიანის, რომელიც ეკონომიკას მიადგება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.