გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საზოგადოების მადლობა ექიმებს - დღეს 21:00 საათზე "მადლიერების ტაშის" აქცია გაიმართება

18-03-2020

"მადლიერების ტაშის" - მსოფლიო აქციას საქართველო უერთდება. დღეს, მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივით ექიმებისადმი მიძღვნილი აქცია საქართველოშიც გაიმართება.

21 საათზე საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევებენ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

აქციის ორგანიზატორის ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის თქმით, მადლიერების ტაში იქნება ექიმების თანადგომის და მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა.

"ჩვენ ვხედავთ ქართველი ექიმები, ექთნები და სანიტრები, როგორ თავდაუზოგავად მუშაობენ. გადავწყვიტეთ, რომ მადლობა ასეთი სახით გადავუხადოთ. ეს ტაში იქნება თანადგომის და მადლიერების,"- განაცხადა გოგა ჩანადირმა.

rustavi2