გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალი 4 დაინფიცირებულიდან 2 ძველი შემთხვევის კონტაქტებს წარმოადგენს

18-03-2020

ინფექციური ცენტრის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ისინი ძველი შემთხვევის კონტაქტებს წარმოადგენენ. აღნიშნული განცხადება მარინა ეზუგბაიამ დღეს ინფექციურ საავადმყოფოსთან გააკეთა.

"მათთან შეინიშნება ტემპერატურის მატება დაბალი ციფრებით, მინიმალურად გამოხატული კლინიკაა," - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევები გუდაურის ფაქტს არ უკავშირდება, საიდანაც წასულ ჩეხ ტურისტებს, სამშობლოში კორონავირუსი აღმოაჩნდათ. როგორ მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, შესაძლო შემთხვევების სტატუსით ინფექციურში შეყვანილი იყო რამდენიმე პირი, თუმცა მათთან ეს დაავადება გამოირიცხა და საკარანტინო ზონაში იქნენ გადაყვანილი:

"ეს არ არის გუდაურის შემთხვევები. გუდაურიდან როგორც შესაძლო შემთხვევა ჩვენთან შემოყვანილ იქნა სადიაგნოსტიკოდ რამდენიმე პირი, თუმცა მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ ნეგატივი იყო,"- განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციური ცენტრის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მაღალ პროცენტად ითვლება, თუმცა მისივე განმარტებით, ინფექციის მქონე არასრულწლოვანთა მდგომარეობა სტაბილურია.

rustavi2